ყაზახეთში რუსეთისკენ მიმავალი ჯავშანტექნიკა დააფიქსირეს - მედია

გამოქვეყნდა:

ყაზახმა ჟურნალისტმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც მისი თქმით, ჩანს, რომ ყაზახეთიდან რუსეთში ჯავშანტექნიკა გადააქვთ. 

"ფოტოზე რუსული ნომრის მქონე სატვირთო მანქანები ყაზახეთის ტერიტორიის გავლით ატარებენ სამხედრო ტექნიკას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით", - წერს ჟურნალისტი ლუკპან ახმედიაროვი.

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი აღიარა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ტექნიკა არ არის ყაზახური.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ტვირთი მათი არ არის და ის ეკუთვნის მესამე ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ყაზახეთის გავლით რუსეთში სარემონტოდ მიაქვთ.

მანამდე ყაზახეთმა აღიარა, რომ რუსეთის ფედერაციას მიაწოდა ისეთი პროდუქცია, რომლის გამოყენებაც მოსკოვს საომარი მიზნებისთვის შეეძლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი