ოკუპანტები ოდესის ოლქში პორტსა და სამრეწველო ობიექტებს დრონებით თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

რუსმა სამხედროებმა გამთენიისას ოდესის რეგიონში სამხრეთით მდებარე პორტსა და სამრეწველო ობიექტებს დრონებით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ადგილზე გაჩნდა ხანძარი.

"ღამით მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები ოდესის რეგიონის სამხრეთით მიმართა.

თავდასხმის შედეგად რეგიონის საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა და ლიფტი დაზიანდა.
ყველა შესაბამისი სერვისი ადგილზეა", - დაწერა მან Telegram-ზე.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ოდესის სამხრეთით დილით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი