
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს დამპყრობლებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
უწყების თქმით, ოკუპანტები ცდილობენ აღადგინონ დაკარგული პოზიციები, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ბახმუტის ბრძოლისთვის. ამას გარდა, რუსეთმა კონტრშეტევა დაიწყო კლეშჩიევკასთან.
მშვიდი ვითარება იყო ვოლჰინიასა და პოლეზიის მიმართულებით - ბელორუსის საზღვარზე. თუმცა, რუსეთის მოსაზღვრე დასახლებები, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით, საჰაერო და საარტილერიო თავდასხმის ქვეშ იყვნენ.
"უშუალოდ ფრონტზე, ოკუპანტები შემოიფარგლნენ დაბომბვით, შეტევითი მოქმედებების გარეშე, კუპიანის, ლიმანისა და ხერსონის მიმართულებით. მაგრამ ბახმუტის მახლობლად, მტერმა წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, აღედგინა დაკარგული პოზიციები სოფელ კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და დასავლეთით. ავდეევკას მიმართულებით, მტრის ავიაციისა და არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები. თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს დამპყრობლების შეტევა ქალაქ მარინკას მახლობლად," - წერს უკრაინული გამოცემა "უნიანი" გენშტაბზე დაყრდნობით.