
დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ გვარდიისკესთან, სადაც საჰაერო ავიაბაზაა განთავსებული, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომი ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის საჰაერო და კოსმოსურ ძალებს და იქ რუსეთის საჰაერო ძალების 37-ე შერეული საავიაციო პოლკია განთავსებული. საოკუპაციო ე.წ. ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.