პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით მარცვლეულის შეთანხმება განიხილეს - თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე ისაუბრეს.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაძაბულობის ესკალაციისთვის, მან ხაზი გაუსვა შავი ზღვის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელსაც ის "მშვიდობის ხიდად" მიიჩნევს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ინიციატივის გრძელვადიანი შეწყვეტა არავის სარგებელს არ მოუტანს და რომ ყველაზე მეტად მარცვლეულისა და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები დაზარალდებიან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ინტენსიურ ძალისხმევასა და დიპლომატიას შავი ზღვის ინიციატივის გაგრძელებისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, პუტინი და ერდოღანი პუტინის თურქეთში ვიზიტზე შეთანხმდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი