რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში, 5 დღეში, სამხედრო კომისარიატების დაწვა სულ მცირე, 28-ჯერ სცადეს

გამოქვეყნდა:

29 ივლისიდან 2 აგვისტომდე რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში მოქალაქეებმა 28-ჯერ სცადეს ცეცხლის წაკიდება სამხედრო კომისარიატებისა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სხვა ობიექტებისთვის.

ინფორმაციას გამოცემა "მედუზა" ავრცელებს და წერს, რომ ყველაზე მეტი ასეთი ფაქტი მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ყაზანში მოხდა, პოდოლსკში კი ორჯერ წაუკიდეს ცეცხლი ერთ კომისარიატს.

ხშირ შემთხვევაში, ეჭვმიტანილები ამბობდნენ, რომ ისინი მოატყუეს თაღლითებმა, რომლებიც თავს FSB-ის ოფიცრებად წარმოადგენდნენ. დაკავებულთაგან კი ბევრს სჯეროდა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და სააღრიცხვო ოფისებისთვის ცეცხლის წაკიდებით, ისინი ეხმარებოდნენ ნამდვილი დამნაშავეების დაჭერაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი