
ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ელეონორა მალცევა უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. ის უკრაინას რუსული აგრესიისგან 2014 წლიდან, 9 წლის განმავლობაში იცავდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ელეონორა მალცევა მხოლოდ 34 წლის იყო.
ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 10-გზის ჩემპიონ სპორტულ კლუბ "ბილიჩანკაში" თამაშობდა და ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.