
ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მოწყობილ დაკავების ცენტრებში პატიმრების დიდი ნაწილი აწამეს და სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი აცხადებს. ანგარიშში, რომელიც დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ, გაანალიზებულია 320 საქმე და მოწმეების ჩვენებები ხერსონში აღმოჩენილი დაკავების 35 ცენტრიდან. მსხვერპლთა 43% ცალსახად საუბრობს რუსების მხრიდან წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. ანგარიშის თანახმად, წამების სამიზნეები, ყველაზე მეტად, სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახების წევრები იყვნენ. რუსეთის ხელისუფლებაში ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.