პაკისტანში წყალდიდობას 189 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

პაკისტანში წყალდიდობას 189 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო დაშავებულთა რიცხვი 283-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სტიქიის შედეგად 622 სახლი განადგურდა და  დაახლოებით 1013 ცხოველი კი დაიღუპა. 

მუსონური წვიმები ყოველწლიურად ივნის-სექტემბერში პაკისტანს დიდ ზიანს აყენებს. გასულ წელს მისგან გამოწვეულ წყალდიდობას 1739 ადამიანი შეეწირა და ქვეყანას 30 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიადგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი