"მთავარის" ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოზე საბოლოო დასკვნას სავარაუდოდ, 17 ან 25 ოქტომბერს გამოაქვეყნებს - იქამდე კი, 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც EU საქართველოს ხელისუფლებისგან ისევ რეფორმებს ითხოვს სასამართლო სისტემაში, კორუფციასთან ბრძოლასა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით.
ევროკავშირის 2022 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს, საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და მიღწევებთან ერთად ყურადღება ძირითად გამოწვევებზეა გამახვილებული. წინა წლის დოკუმენტის მთავარი რეკომენდაციები კი დღეს ოცნების ხელისუფლებას ისევ არ შეუსრულებია, რაც იმას ნიშნავს,რომ ოლიგარქის გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების გამო შესაძლოა საქართველოს მოქალაქეები ევროპული მომავლის გარეშე დარჩნენ.