ბოლო სამ თვეში "ოცნებას" ₾108 000 შესწირეს, სანაცვლოდ კი სარფიანი ტენდერები მიიღეს - ხელისუფლების ნაცადი პრაქტიკა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების კარგად ნაცადი პრაქტიკა გრძელდება - როდესაც ქართული ოცნების შემომწირველი ბიზნესმენები სარფიან ტენდერებში იმარჯვებენ და სანაცვლოდ ათი-ათასობით ლარს კვლავ ოცნების  ყულაბაში აბრუნებენ. ირკვევა, რომ ბოლო სამ თვეში მმართველ პარტიას 108 ათასი ლარი შესწირეს, საიდანაც 100 ათასი ლარი მხოლოდ ერთი კომპანიის მეწილეებს ეკუთვნოდათ.  შემომწირველებიდან ორი ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ბიზნეს პარტნიორიცაა.  შემოწირულობამ და მაღალჩინოსნებთან ახლო კავშირებმა შედეგი გამოიღო -კომპანიამ "ბონდი-2009"  35- მილიონიანი   ტენდერი მოიგო.  2012 წლიდან კი დღემდე  კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი