
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 10, 749 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, ხოლო 15, 599 ადამიანი მათი სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავდა - ციფრებს უკრაინის გენრალური პროკურატურის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებებთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი იური ბელუსოვი ასახელებს და პროგნოზირებს, რომ ეს მონაცემები მხოლოდ "აისბერგის მწვერვალია"
"ჩვენ გვყავს დადასტურებული 10 749 მშვიდობიანი დაღუპული მოქალაქე და 15.599 დაჭრილი. აქედან 499 დაღუპული ბავშვია ხოლო, 190 ბავშვი დაშავებულია'' - აცხადებს ბელუსოვი.
ბელუსოვის თქმით, ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ, მსხვერპლის რიცხვის რამდენჯერმე გაიზრდება და მხოლოდ მარიუპოლში ''ათიათასობით დაღუპული იქნება''.
''ჩვენ გვესმის, რომ ეს რიცხვები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. როდესაც ჩვენ მოვახდენთ, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, რიცხვი ბევრად გაიზრდება და შესაძლოა ათჯერაც.'' - აცხადებს ბელუსოვი.
უკრაინის გენპროკურატურის წარმომადგენლის ინფორმაციითვე, დასავლელი პარტნიორების წყალობით, უკრაინაში სხეულის იდენთიფიკაციიის სისტემა, ლაბორატორიებისა და დნმ-ის ანალიზის შესაძლებლობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.