ბოლო 24 საათში ოკუპანტებსა და თავდაცვის ძალებს შორის 44 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის 44 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

როგორც გენშტაბი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 2 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა უკრაინას კვლავ შაჰიდის დრონებით შეუტიეს, უკრაინამ 23 მათგანი გაანადგურა.

გენშტაბის ცნობითვე, 2 აგვისტოს რუსეთმა 89 საჰაერო და 67 სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებში.

გარდა ამისა, როგორც გენშტაბი აღნიშნავს, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში, ხოლო 3 - ოკუპანტების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს 9 ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი