
3 აგვისტოს ღამით რუსეთმა კიევს შაჰიდის დრონებით ისევ შეუტია. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით 8 შაჰიდის დრონი გაუშვეს.
ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა მასიური იყო.
"თითქმის ნახევარი ათეული საჰაერო სამიზნე იქნა აღმოჩენილი და განადგურებული საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მიერ კიევის მახლობლად ", - ნათქვამია განცხადებაში.
კიევზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.