აშშ-ში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც 2018 წელს პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანი მოკლა

გამოქვეყნდა:

აშშ-ში სიკვდილით დასჯის ვერდიქტი გამოუტანეს რობერტ ბოუერსს, რომელმაც 2018 წელს პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანი მოკლა.

ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში გამოტანილი სიკვდილით დასჯის პირველი განაჩენია. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა ეს არგუმენტი არ გაითვალისწინეს.

თავის დროზე ეს თავდასხმა შეფასდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ანტისემიტური თავდასხმა ამერიკის ისტორიაში. მაშინვე გამოითქვა ვარაუდიც, რომ ფედერალური პროკურატურა თავდამსხმელისთვის სასიკვდილო განაჩენს მოითხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი