ორწლიანი მცდელობის შემდეგ, ქუთაისის მერიამ დროშა დაკიდა. ეს ყველაფერი ბიუჯეტს 49 959 ლარი დაუჯდა.

ეროვნული სიმბოლიკის დადგმა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. პირველად, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ დროშის დგარის მოსაწყობად, ნიადაგი არ შეუსწავლია. შემდეგი ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა. 

დროშა ქუთაისში მეექვსე მცდელობის შემდეგ დაკიდეს. ტენდერში ამჯერად შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, დროშის დგარი კომპანიას 2020 წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებულმა ხარვეზებმა, შემდეგ კი ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა. 

ქუთაისში დროშის ვერ დაკიდებას ჯერ კიდევ წლების წინ, "თავისუფალი საქართველოს" წევრი, გოგი წულაია აპროტესტებდა. ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა: "დროშა ვერ დაკიდენ ამ შობელძაღლებმა" - ამბობდა მაშინ წულაია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი