
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის სახელზე არსებული 4 უძრავი ქონება.
მეშველიანი 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, ის ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც მარტში მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გოგი მეშველიანს ეკუთვნის 4 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:
"მეშველიანი, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში. ინფორმაციისთვის, საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წელს მეშველიანის დეკლარაცია უარყოფითად შეაფასა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს გოგი მეშველიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", - წერს ორგანიზაცია.