ქუთაისში, მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული მონიტორინგით გაირკვა, ევროკავშირის დროშა ქუთაისში თითქმის არცერთ სახელმწიფო შენობასთან აღარ ფრიალებს.
აღნიშნული ენმ-ის წევრმა თემურ ცამციშვილმა გააპროტესტა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეეცადა ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლისთვის ევროკავშირის დროშა საჩუქრად გადაეცა, თუმცა საჯარო მოხელემ ევროკავშირის დროშა არ მიიღო.
"თითქმის ყველა შენობის წინ ჩამოხსნილია ევროკავშირის დროშა. ეს არის "ქართული ოცნების" პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. მინდა ქალაქის მერს შევახსენო, რომ როდესაც ის 25 წელზე მეტი არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდა ევროკავშირმა მას უამრავი პროექტი დაუფინანსა და თუ წარსული არ ახსოვს, ასევე მინდა შევახსენო, რომ უახლოესი 2 წელიწადში ევროკავშირმა ქუთაისში 27 მილიონ ლარზე მეტი", - ამბობს თემურ ცამციშვილი.
ოპოზიციონერების თქმით, ქვეყანა "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო ევროკავშირისგან ყოველდღიურად დისტანცირდება.