რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, კალუგას რეგიონში 7 დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით კალუგას რეგიონში ღამის განმავლობაში 7 დრონი ჩამოაგდეს. მომხდარს სამინისტრო "ტერორისტული თავდასხმის მცდელობას" უწოდებს და უკრაინას ადანაშაულებს.

"გასულ ღამეს, კალუგას რეგიონის ტერიტორიაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა", - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარს მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია. უკრაინას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი