ბათუმის ანტისაოკუპაციო აქცია კრემლსა და "ქართულ ოცნებაში" აქტუალობას არ კარგავს. ოცნების ხელისუფლება, რომელმაც მოკავშირე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ვერ დაიცვა ქართლი საზოგადოების სამართლიანი პროტესტისგან, მოსახლეობაზე შეტევას პუტინის პროპაგანდისტებთან ერთად განაგრძობს. მმართველი გუნდის ლიდერების გზავნილები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოდიოზური პრესსპიკერის განცხადებები იდენტურია. მარია ზახაროვა საზოგადოების პროტესტს დასავლეთიდან მართულს უწოდებს და აცხადებს რომ ოპოზიცია შეერთებული შტატების ელჩის დირექტივებით ხელმძღვანელობს