ქართული ოცნების პროპაგანდის კიდევ ერთი მარცხი. მიუხედავად იმისა რომ მმართველი გუნდი ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე მყარად დგას და ეკონომიკა აღმავლობის პიკშია, რეალურად არსებულ მძიმე ვითარებას რიგით მოქალაქეებთან ერთად ოცნების ჩინოვნიკებიც გაურბიან. ქვეყნიდან გაქცეული მაღალჩინოსნების რიგს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ყველაზე დიდი დასახლების, დირბის პირველი პირი შეემატა, რომელიც უკვე ორი თვეა პოლონეთში იმყოფება. მიუხედავად იმისა რომ მალხაზ დოღნაძე "მთავარ არხთან" საუბარში ამტკიცებს რომ ევროპაში ცხოვრება მისი პრიორიტეტი არ არის ფაქტია, რომ ყოფილი გამგებელი სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს.