21-ე საუკუნეში, ვერტმფრენის და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს კორუმპირებული მთავრობა - მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას "ლელო-საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება და ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს, სადაც სამაშველო ვერტმფრენებისა და შესაბამისი ტექნიკის არქონის შესახებ საუბრობს:

"უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს, იმედია დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფის და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენის და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!
სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც…

ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!" ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. იქ იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც დაკარგულ ახლობლებს ეძებენ. სტიქიის ზონიდან 70-მდე ადამიანია ევაკუირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი