ასეთი ტრაგედიები ყველგან ხდება, საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა არასერიოზულია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან არიდება შეიძლებოდა, "ძალიან არასერიოზულია".

როგორც ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ასეთი ტრაგედიები "ყველა ქვეყანაში ხდება".

"ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა ძალიან არასერიოზულია.ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, რომ ჩვემნ ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში მეწყერს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაშველები სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი