ღარიბაშვილმა ვერტმფრენებზე თავისი განცხადება უარყო და მედია ტყუილში დაადანაშაულა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ვერტმფრენების შეძენის შესახებ მას  განცხადება არ გაუკეთებია.

ღარიბაშვილი კრიტიკულ მედიას ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საზოგადოება მედიას შეჰყავს შეცდომაში.

"ატყუებთ მოსახლეობას, რომ თურმე ჩვენ, მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და თურმე ჩვენ არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, მე გთხოვთ რომ, ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი. 

თქვენ ან გაქვთ პრობლემა სერიოზული ან ინფორმაციის გაგების, უფრო მეტი პრობლემა გაქვთ მგონი. თქვენ, 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის. 

[...]

ეს სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, რომ თურმე 3 ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს" , - ამტკიცებს პრემიერი. 

მისივე თქმით, მეზობელი ქვენყებისთვის დახმარება არ უთხოვიათ, რადგან ამის საჭიროება არ იდგა.

შეგახსენებთ, რომ 3 ახალი ვერტმფრენის შეძენის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა 2022 წლის 29 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მაშინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე შსს უკვე მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი