თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს, თუ ამის აუცილებლობა იქნება - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, შესაძლებლობების ფარგლებში მზადაა შოვში, სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს

გუშინდელი დღიდან მოყოლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულადაა ჩართული შესაბამის ღონისძიებებში. დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესში ასევე, ჩაერთვებიან ჩვენი ჯარისკაცები, რათა მოქალაქეთა გადარჩენა შევძლოთ და სამაშველო სამუშაოები გაგრძელდეს. აქვე, მინდა, გამოვხატო ჩვენი მზაობა, მხარდაჭერა, თანადგომა. კერძოდ, დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებებში ჩავერთოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა იქნება. კიდევ ერთხელ მინდა მშვიდობა ვუსურვო სრულიად საქართველოს, რაჭას, რაჭველებს, იქ მყოფ მოქალაქეებს. ყველამ ვილოცოთ მათი გადარჩენისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის შოვში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი 25 ადამიანს კი ისევ ეძებენ. სამაშველო სამუშოებში 400-მდე მაშველია ჩართული.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი