ნავალნის "ექსტრემიზმის საქმეზე" 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის "ექსტრემიზმის საქმეზე" 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა ნავალნისთვის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში, 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სასამართლო სხდომა დახურული იყო, სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს არამხოლოდ ჟურნალისტები, ნავალნის მშობლებიც კი.

რუს ოპოზიციონერს ბრალი ერთდროულად ექვსი მუხლით წაუყენეს: ექსტრემიზმის წაქეზება, მოქალაქეთა უფლებების დამრღვევი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, ექსტრემიზმის დაფინანსება, ექსტრემისტული თემის შექმნა, არასრულწლოვანთა ჩართვა სახიფათო ქმედებებში და ნაციზმის რეაბილიტაცია.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 9 -წლიან სასჯელს უკვე იხდის თაღლითობის საქმეზე. ახალი ბრალი კი მას ივნისში წაუყენეს.

ნავალნი 2021 წელს მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. 2020 წელს რუსი ოპოზიციონერი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი