საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები საქართველოს უსამძიმრებენ - ოფიციალური განცხადებები

გამოქვეყნდა:

მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს რაჭაში მომხდარ უბედურებას გლოვობს. დილიდან სამძიმრის წერილებს ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, დიპლომატები. დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა , ამერიკის საელჩო. განცხადებებს ავრცელებენ ბალტიისპირეთისა და ევროპის სხვა ქვეყნები საგარეო უწყებები. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მის ქართველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ოფიციალური ბაქო მზად არის საქართველოს სამაშველო ოპერაციაში და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში მხარდაჭერა გამოუცხადოს.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი