შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია და დაღუპულთა ოჯახებსა და საქართველოს სამძიმარს უცხადებს:
"მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში, შუაგულ ომშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერს, ქართველებს გვერდით! ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, პირადად ჩემთვის კი - განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის" - წერს სოციალურ ქსელში დავით არახამია
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-ზე მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.
მეწყერი რაჭაში, შოვის კურორტზე გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა.