შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართულ ენაზე ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებსა და საქართველოს სამძიმარს უცხადებს:
"ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს." წერს ზელენსკი ტვიტერზე
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-ზე მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.
მეწყერი რაჭაში, შოვის კურორტზე გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა.