
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ხელმძღვანელს "ომის აგრესორ სახელმწიფოში დაბრუნებისთვის". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა:
"მოვისმინე მოხსენება SBU-ის ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის მიერ. შინაარსს არ გავამხელ. ნება მომეცით უბრალოდ ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი მადლობელი ვართ უკრაინის უშიშროების სამსახურისა, რომ ომი დააბრუნა აგრესორ სახელმწიფოში - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 4 აგვისტოს დილით რუსულ სადესანტო ხომალდ „Olenyogirsky girnik“ ნოვოროსიისკში დრონი დაესხა თავს. გემი დაზიანდა. რადიო თავისუფლების უკრაინულმა გამოცემამ თანამგზავრული სურათები გამოაქვეყნა. მათივე ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სპეცოპერაცია ნოვოროსიისკის ყურეში, რის შედეგადაც ხომალდი განადგურდა.