
ხერსონის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი მძიმე არტილერიით დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
საბჭოს ცნობით, რუსებმა ხერსონის ურბანული ტერიტორიული თემი 7-ჯერ დაიბომბეს და ამისთვის 63 ჭურვი გამოიყენეს.
"გასული დღის განმავლობაში ხერსონის ურბანული ტერიტორიული თემი 7-ჯერ დაიბომბა, მტერმა ამისთვის გამოიყენა 63 ჭურვი. დაზიანებები დაფიქსირდა ხერსონსა და სადოვოში. ხერსონის კორაბელნისა და სუვოროვსკის ოლქებს ღამით თავს დაესხნენ. სროლის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა" - წერია განცხადებაში.