ლიეტუვაში, რუსეთისა და ბელარუსის 1000-ზე მეტი მოქალაქე საფრთხედ მიიჩნიეს

გამოქვეყნდა:

რუსეთისა და ბელარუსის 1164 მოქალაქე ლიეტუვაში აღიარეს პირებად, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უშიშროებას. ამიტომაც, მათ არ მისცეს ან არ გაუგრძელეს ბინადრობის ნებართვა და ვიზები. 

როგორც ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში განაცხადეს, ბინადრობის ნებართვის ან ეროვნული ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებამდე მათ უნდა შეევსოთ სპეციალური კითხვარი, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.

"ყველა საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის შეფასების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 254 რუსი და 910 ბელარუსი საფრთხეს უქმნის ეროვნულ უშიშროებას," - განმარტა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი