მოსკოვი მიიჩნევს, რომ საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და დროებით ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიების გავლით შესაძლებელია," - განცხადება დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა, ერთ-ერთ რუსულ სამთავრობო გამოცემასთან გააკეთა.
როგორც გონჩარი ამბობს, რუსეთსა და სომხეთს შორის სატრანზიტო კომუნიკაციის გახსნა ოკუპირებული რეგიონების გავლით სრულიად მიღწევადია, თუ "მხარეები რეგიონში არსებულ რეალობას გაითვალისწინებენ".
"ჩვენ გვჯერა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ მიღწევადია, თუ ყველა დაინტერესებული მხარე პრაგმატული ინტერესებით იხელმძღვანელებს და რეგიონში არსებულ რეალობას გაითვალისწინებს," - ამბობს გონჩარი.
მისივე თქმით, აღნიშნული სატრანზიტო მარშრუტის გამოყენების საკითხს მოსკოვი პერიოდულად განიხილავს სომხეთთან.