"ვიზიარებ თქვენს ტკივილსა და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ" - ილჰამ ალიევი

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მისი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. საქართველოს პრემიერმინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ალიევი დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ძვირფასო პრემიერმინისტრო, უკიდურესად ვწუხვართ შოვის საკურორტო ზონაში ძლიერი მეწყრის შედეგად ფართომასშტაბიანი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გამო. ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას თქვენი, მსხვერპლების ოჯახებისა და ახლობლების, საქართველოს მეგობრული ხალხის მიმართ, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ვისურვებ, რომ სტიქიის მიერ გამოწვეული შედეგები მალე აღმოიფხვრას," - ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი