პარტია "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც მამუკა ხაზარაძე წერს, ვერტმფრენები არც მას და არც მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს არასოდეს ჰყოლიათ.
"ოცნების ექსპერტები" დღეს უტიფარ ტყუილს ავრცელებენ - არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ცილისწამებას. ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია! რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა, პირველივე წუთებიდან! განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სხვადასხვა მოდელის, რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს თავის თანამშრომლებზე გაფორმებული და კომერციულად იყენებს!
კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო
სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს, ამ სიბინძურისთვის იცლიან", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.