საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია.
მინისტრის განცხადებით, ადგილზე სამძებრო სამუშოები გრძელდება.
"მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხავდასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია. იქ ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთხვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები", - განაცხადა აზარაშვილმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო მაშველები სტიქიის ზონაში 19 ადამიანს ეძებენ.