
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხარკოვში რუსმა სამხედროებმა სისხლის გადასხმის ცენტრი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
"მხოლოდ ეს სამხედრო დანაშაული ყველაფერს ამბობს რუსეთის აგრესიაზე. მხეცები, რომლებიც ანადგურებენ იმას, რაც უბრალოდ სიცოცხლეს შესაძლებელს ხდის. ტერორისტების დამარცხება ყველასთვის ღირსების საქმეა, ვინც სიცოცხლეს აფასებს", - წერს ზელენსკი.