"მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების გამო" - კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს," - წერს ბრუნო როდრიგესი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო მაშველები სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი