ასწლოვანი ბაობაბები ივანიშვილს კენიიდან საქართველოში მოაქვს | გიგანტური ხეების ტრანსპორტირება უკვე დაიწყო

გამოქვეყნდა:

ასწლოვანი ბაობაბები ბიძინა ივანიშვილს კენიიდან საქართველოში მოაქვს. აფრიკის უღარიბესი ქვეყნიდან ოლიგარქმა გიგანტური ხეების ტრანსპორტირება უკვე დაიწყო. სულ მალე აფრიკული ბაობაბები ოლიგარქის საკუთრებაში არსებულ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში განთავსდება. 

4-თვიანი სასამართლო დავისა და პირადად კენიის პრეზიდენტის მიერ აკრძალული ექსპორტის მიუხედავად, ხეები უკვე გემზეა და საქართველოში მოემართება. 

ამ ფაქტს კენიელების  მწვავე პროტესტი არაერთხელ მოჰყვა. ხეების გადაზიდვისას დაზიანდა ადგილობრივების სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა და ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებაც კი შეუწყდა. კენიელებმა ოლიგარქზე იციან მხოლოდ ის, რომ ქართველია და მას ბევრი ფული აქვს.

"ეს ბაობაბის ხეები 200 წელზე მეტხანს ითვლის და არ ვიცით, ვინმეს აზრად როგორ მოუვიდა მათი პროტოკოლის გარეშე დათხრა. როგორც წესი, როდესაც ვინმეს უნდა ხის გადატანა უნდა გაიაროს სპეციალური პროცედურები და ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. ჩვენ არ ვართ მოხრულები იმის გამო, რაც ხდება, რადგან ბაობაბის ხეები ჩვენთვის ღირებული ხეა და აქვს დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ამ ინვესტორს კი ამის გაუთვალისწინებლობით მიაქვს ეს ხეები," - ამბობს გარემოს დამცველი ტანჯე ჯოზეფი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი