რატომ არ ჩანს გომელაური? რატომ არ ითხოვა, მეტიც, უარი თქვა საქართველომ მეგობარი ქვეყნების დახმარების მიღებაზე? - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"რატომ არ ჩანს შსს მინისტრი გომელაური, რომლის უწყების ნაწილია..  რატომ არ ითხოვა, მეტიც, უარი თქვა საქართველომ მეგობარი ქვეყნების დახმარების მიღებაზე?" - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

"სრულიად გულწრფელად და არაჩასაფრებულად მაინტერესბს ორი რამ:

1. რატომ არ ჩანს შსს მინისტრი გომელაური, რომლის უწყების ნაწილია (თუ არ ვცდები) სამაშველო სამსახური და რომელმაც პირველი განცხადება გააკეთა ბათუმის ტრაგედიაზეც და პარაპლანის ტრაგედიაზეც? ან იქნებ სადმე გამოჩნდა და მე გამომრჩა?

2. რატომ არ ითხოვა, მეტიც, უარი თქვა საქართველომ მეგობარი ქვეყნების დახმარების მიღებაზე? ამის რაიმე რაციონალური ახსნა თუ გაკეთდა (თუ საერთოდ შესაძლებელია ასეთი არსებობდეს)?
ეს ორი საკითხი სრულიად გაუგებრად მეჩვენება და ჩემთვის ახსნას ვერ ვპოულობ" - წერს ნიკა გვარამია

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი