კოტეჯები საბჭოთა პერიოდშია აშენებული, ონის მერიის მიერ გაცემული ნებართვა სარეაბილიტაციო სამუშაოებისაა - პაპუნა მარგველიძე

გამოქვეყნდა:

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ რაჭის ხეობებში რამდენიმე ავტომობილი აღმოაჩინეს და შესაძლებელია, რომ იყოს სხვა ადამიანების ცხედრებიც.

ამას გარდა, მარგველიძე ამტკიცებს, რომ შოვში კოტეჯების უმეტესობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული და ონის მერიის მიერ გაცემული ნებართვები მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეა.

"შესაძლებელია და არის რისკი იმისი, რომ ხეობებში იქნეს აღმოჩენილი ის ცხედრები. და მათ შორის რამდენიმე ავტომობილის აღმოჩენა მოხდა, სტიქიის ზონიდან, აი, იმ ხეობაში...კოტეჯების აბსოლუტური უმრავლესობა არის საბჭოთა პერიოდში აშენებული, დაპროექტებული. არამარტო კოტეჯები, მთლიანად საკურორტო ინფრასტრუქტურა. ბოლო დროს რაც არის ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ნებართვა, ეს გახლავთ არსებულ ფუნდამენტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ეს ყველაფერი არის სამშენებლო ზონაში, რაც მთავარია," - აცხადებს მარგველაძე.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 17-მდე ადამიანს ეძებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი