
ოპოზიცია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტია "ლელო" სტიქიური უბედურების მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დროულად დაადგინონ იკვეთება თუ არა მომხდარ ტრაგედიაში სამოხელეო დანაშაული.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ ექსპერტების, გამომძიებლების ნაცვლად, რომ წყალი არ დაგუბებულა, წყლის დონეს არ მოუმატია და ა.შ. დღეების განმავლობაში განსაცვიფრებელია, რომ არც ერთი ხმა არ ისმის გამოძიების დაწყების შესახებ.მე მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას. დაწყებულია თუ არა გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, სავარაუდო გულგრილობასთან დაკავშირებით და დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით. თუ დაწყებული არ არის, ეს არის უკვე დანაშაული"- ამბობს ლევან სამუშია
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
იხილეთ ასევე: