
კიევის ცენტრში, "დედა- სამშობლოს" ძეგლის ფასადიდან დღეს სსრკ-ს გერბი ჩამოხსნეს და უკრაინის გერბი დაამონტაჟეს.
მონუმენტი "სამშობლო" დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და ის 1981 წელს, გამარჯვების დღის დღესასწაულზე გაიხსნა.
2015 წელს, დონბასში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ, გაჩნდა იდეა, რომ სსრკ-ს გერბი იქიდან ჩამოეხსნათ, თუმცა სამუშაოები არაერთხელ გადაიდო.
მიმდინარე წლის 13 ივლისს უკრაინის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სახელმწიფო ინსპექციამ მუშაობის დაწყების ნებართვა გასცა.