დღევანდელი სამძებრო ღონისძიებების შედეგად შოვში 1 ცხედარია ნაპოვნი

გამოქვეყნდა:

შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, დღეს მხოლოდ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა. თემურ მღებრიშვილის თქმით, ფართოვდება სამძებრო სამუშაოების არეალი და გაყვანილია გზის 70%.

"დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება, გადასვენებულია პროზექტურაში...მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები აქტიურად. ამ ეტაპისთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ცხედარია ნაპოვნი. გზა ბოლომდე ჯერჯერობით მიყვანილი არ არის, თუმცაღა ძირითადი, დაახლოებით გზის  70% გაყვანილია და მიმდინარეობს ამ წუთებშიც გზის გაყვანა.'' -განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. 

დღეს რამდენიმე დაღუპულის იდენტიფიცირებაც მოხდა. მათ შორის, 7 წლის ლუკა დუდაშვილის, 18 წლის სამირა ისაევას, 60 წლის მარინა ხორბალაძის, დავით ბერიაშვილის.

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით,  სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 18 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ბავშვები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი