აშშ საქართველოს NATO-სთან დაახლოებაში დაეხმარება - სახელმწიფო მდივნის მოადგილე

გამოქვეყნდა:

საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა, - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდვინის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე "საქართველო და სამეზობლო" ისაუბრა. 

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშიშნა, რომ საქართველო აშშ-სთვის სანდო პარტნიორია. კორონაპნდემიამ კი ამ ურთიერთობას ხაზი გაუსვა და ეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახა. მან ასევე ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამბობს, რომ რუსული დეზინფორმაციის სამიზე, სწორედ, ამერიკის დაფინანსებით შექმნილი ლუგარის ცენტრი იყო. 

საქართველო რეგიონის ლიდერია, ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას გააგრძელებს. ვინაიდან, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა, - ამბობს სტივენ ბიგანი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური
მისწრაფების შესახებაც. მისი თქმით, ქვეყანა ამ არჩევანით ეროკავშირსა და ნატოს უჭეს მხარს. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ს დახმარებას, რომელიც საქართველოს არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაშიც ხელს შეუწყობს. 

უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოველისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში "გადამწყვეტი მხარდაჭრის მისიაში" და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას.... საქართველო ევრაზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჰაბად ყალიბდება და ამ ამბიციებს კიდევ უფრო დიდ სტიმულს შესძენს სამხრეთის გაზის დერეფნისა და ლაპის ლაზულის დერეფნის ინიციატივების განხორციელება, - თქვა სტივენ ბიგანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი