გასულ ღამეს რუსეთმა ხერსონის ოლქში სოფელი ოლჰივკა დაბომბა - დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში სოფელი ოლჰივკა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ქალი - 77 და 73 წლის. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საღამოს ოკუპანტებმა ოლჰივკა დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი კერძო სახლის ეზოს მოხვდა. დაშავდა ორი ქალი, 77 და 73 წლის. მათ კიდურების არეში დაზიანებები და ტრავმა აღენიშნებათ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი