2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Twitter-ზე ეხმაურება. ის მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან.
"ლიეტუვა გმობს 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს უკრაინა იცავს საკუთარ თავისუფლებას იმავე აგრესორისგან. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან," - წერს ნაუსედა.
ასევე ნახეთ: