უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 22 სამხედრო გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 22 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა. მათ შორის არიან ოფიცრები, რიგითები და სერჟანტები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

როგორც ერმაკი ამბობს, გათავისუფლებულებს შორის რამდენიმე დაჭრილიცაა. ყველა მათგანი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და რეინტეგრაციის კურსს გაივლის.

ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა რიგით 48-ე გაცვლა განხორციელდა. უკრაინამ სულ 2 598 ადამიანი დაიბრუნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი