2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ეხმაურება.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრია სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი შესრულდა. ავსტრია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: