5 წლის წინ დავითაშვილი ამბობდა, რომ 2-3 წელში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემა გვექნებოდა

გამოქვეყნდა:

5 წლის წინ, ჭუბერის ხეობაში, მდინარე ნენსკრას აუზში მომხდარი სტიქიის დროს, მაშინდელი გარემოს დაცვისა და დღევანდელი ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობდა, რომ 2-3 წელში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნებოდა. განცხადება მან 2018 წლის 6 ივლისს სტიქიის ზონაში ვიზიტის დროს გააკეთა. 

"2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისათვის აუცილებელია", - თქვა მაშინ ლევან დავითაშვილმა.

უცნობია რა ეტაპზეა სამუშაოები, რომლებზეც 5 წლის წინ სამინისტრო ამბობდა, რომ "აქტიურად" მუშაობდნენ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი